ძარცვა პარიზის სასტუმრო „რიცში“

პარიზის ცნობილ სასტუმრო „რიცში“ არსებული საიუველირო მაღაზიიდან შეიარაღებულმა მძარცველებმა რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ნაჯახებით შეიარაღებულმა ხუთმა მამაკაცმა მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრია და შიგნით ისე შეაღწია. პოლიციამ დაადასტურა, რომ სამი მძარცველი დაკავებულია, ორმა კი მოპედით მიმალვა მოახერხა. დააბრუნა თუ არა პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობა, რომლის ღირებულებაც 4 მილიონ ევროს აჭარბებს, ამ დროისთვის უცნობია.

ჩვენ სასტუმროს ბარში ვიყავით. შენობაში ნიღბიანი ადამიანები შემოვარდნენ, სროლის ხმაც გავიგეთ. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ერთადერთი ფიქრი გვქონდა, როგორმე სწრაფად გავქცეულიყავით.

სასტუმრო „რიცი“ პარიზის ცენტრში, ვანდომის მოედანზე, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს გვერდით მდებარეობს. სასტუმროში ძვირფასეულობის 5 მაღაზია და 95 ვირტინაა განთავსებული.