"პანკისი არ არის შორს"

‘’პანკისი არ არის შორს" . ამ სახელწოდებით, დღეს მთავრობის კანცელარიასთან სოლიდარობის აქცია გაიმართება. ორგანიზატორები ოთხ მოთხოვნას აყენებენ: კერძოდ, ‘’სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე! სახელმწიფომ შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება! ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კოტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება! და ასევე, სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება! აქცია 7 საათზე ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, თეთრი ხმაურის მოძრაობის და აუდიტორია #115-ის ორაგნიზებით გაიმართება.