ხანძარი ბათუმში

ხანძარი იყო ბათუმშიც. ლერმონტოვის 107 ნომერში ცეცხლი ხუთ სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე ბინას გაუჩნდა. დაშავებულია ერთი ბიჭი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, პაციენტს დამწვრობები სახისა და ხელის არეში აქვს. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რა დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ ოჯახს ამ ეტაპზე უცნობია. ამბობენ, რომ საკითხზე კომისიაში იმსჯელებენ.