სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს

ინსპექტორ-გამომძიებლების დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინსიტროში ეხმაურებიან. უწყების წარმომადგენლის თქმით, როდესაც იკვეთება პოლიციელის ბრალეულობა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები დააკავეს. პროკურატურის ცნობით, შსს-ს თანამშრომლები სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს.