სტიქია შიდა ქართლში

მესამე დღეა შიდა ქართლში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მეხანძრე-მაშველები ეხმარებიან. ხაშურშსა და სურამში უხვი ნალექის შედეგად დატბორილი სახლებიდან და ეზოებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოებიინტენსიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის დასახმარებლად, თბილისიდან დამატებით იქნა მობილიზებული ჯგუფები შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამდროისთვის დახმარება უკვე 50-მდე ოჯახს აღმოუჩინეს. სამაშველო ოპერაციები შიდა ქართლში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.