ამერიკული კრიმინალური ისტორია - ჯანი ვერსაჩე

ამერიკული კრიმინალური ისტორია ამჯერად ლეგენდარული დიზაინერის ჯანი ვერსაჩეს მკვლელობას ეხმაურება. სერიალის პროდიუსერის ამპლუა რაიან მერფიმ მოირგო, რომლიც სერიალის გარშემო არსებულ კრიტიკას ებრძვის. მერფის თქმით ამერიკული კრიმინალური ისტორია ვერსაჩეს ოჯახს პატივისცემით ეპყრობა. სერიალი, რომელიც ეთერში 17 იანვარს გავა, 9 ეპიზოდისგან შედგება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავად ვერსაჩეს წარმომადგენლობამ. მათი თქმით სერიალი 1999 წელს გამოსულ წიგნზე არის დაფუძნებული და თავად ოჯახი მის შექმნაში არანაირ მონაწილეობას არ იღებდა.  

დარენ კრისი / მსახიობი

„მე არ ვიცი რა რეაქცია ექნება მაყურებელს, როდესაც სერიალს ნახავს. შემიძლია ვთვა, რომ სერიალი საკმაოდ დიდ ინფორმაციას მოიცავს, რაც ფართო საზოგადოებისთვის ნამდვილად უცნობი იყო, თუმცა რაიმე ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს“

ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა - ამერიკული კრიმინალური ისტორია“ სწორედ ასეთი დასახლების არის სერიალი, რომელიც ცნობილი დიზაინერის მკვლელობის დეტალებს ასახავს. ვერსაჩე 1997 წელს მაიამიში საკუთარ სახლთან სერიულმა მკვლელმა მოკლა. სერილში თავად ვერსაჩეს როლს ვენესუელელი მსახიობი ედგარ რამირესი ასრულებს. დიზაინერის დის დონატელას, როლს პენელოპა კრუზი. ჯანი ვერსაჩეს პარტნიორის როლი ტელესერიალში მომღერალ რიკი მარტინს ერგო. მკვლელის როლი კი სერიალ „გუნდის“ მსახიობმა დარენ კრისმა მოირგო. აღსანიშნავია, რომ ძმის მკვლელობის შემდეგ დონატელა კომპანიის ვიცე პრეზიდენტისა და კრეატიული დირექტორის პოზიციას იკავებს.