ვლადიმირ პუტინი ნავალნის კანდიდატურას ვაშინგტონის ფავორიტად მიიჩნევს

ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის ვაშინგტონის ფავორიტად მიიჩნევს. შეერთებულმა შტატებმა კრემლი სწორედ ნავალნის არჩევნებზე არ დაშვების გამო გააკრიტიკა. პუტინის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ბევრ კანდიდატს უთხრეს უარი, თუმცა კრიტიკა ვაშინგტონის მხრიდან მხოლოდ ნავალნის კანდიდატურას მოჰყვა.

ვლადიმირ პუტინი / რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი

„ადამიანი, რომელიც თქვენ ახსენეთ ალექსეი ნავალნი, არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. მაგრამ რატომღაც მხოლოდ მის კანდიდატურაზე გამახვილდა ყურადღება. ეს ძალიან კარგად მეტყველებს იმაზე თუ რომელ კანდიდატურას უჭერდა მხარს შეერთებული შტატები და ვის ხედავენ ისინი ქვეყნის ლიდერად. ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა თუ ისინი ამ საკითხთან კაკავშირებით საკუთარ აზრს არ დააფიქსირებდნენ“

რუსეთის საარჩევნო კომისიამ ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის შეუფერებელი უწოდა. აქვე პუტინმა რუსულ მედისთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობს გაუმჯობესება ვაშინგტონის საქმეა.