ევროკავშირი ტრამპს ირანის ბირთვული გარიგების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი დონალდ ტრამპს ირანის ბირთვული გარიგების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ისტორიული შეთანხმება თეირანთან 6 ქვეყნის მონაწილეობით ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმდა. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ეს ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებელი ერთადერთი გზაა. ევროპელი ლიდერები თვლიან, რომ ვაშინგტონში ირანის წინააღმდეგ მომზადებული დამატებითი სანქციები ისტორიული ბირთვული გარიგების შესრულებას საფრთხეს შეუქმნის.

აღნიშნული მოსაზრება დაადასტურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. იმ შემთხვევაში თუ აშშ ირანს კვლავ დაუკისრებს სანქციებს ნავთობზე, ირანი შეთანხმების შესრულებაზე უარს იტყვის. ტრამპის გადაწყვეტილეის ფონზე ირანის მთავრობას პრობლემები შეექმნა. ირანის მოსახლეობა ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ სირთულეებსა და კორუფციას აპროტესტებს.