გერმანიის კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები დასრულებულია

გერმანიის კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებები დასრულდა. მხარეები რამოდენიმე საკითზე შეთანხმდნენ, მათ შორის საიმიგრაციო პოლიტიკაზე, როგორც ირკვევა ყოველწლიურად ქვეყანა 220 ათასამდე ლტოლვილს მიიღებს. საგადასახადო პოლიტიკასა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მიღწეული შეთანხმებები 28 გვერდიან დოკუმენტშია წარმოდგენილი.

ანგელა მერკელი / გერმანიის კანცლერი

„ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ მონაწილეობა მიიღო აღნიშნული დოკუმენტის მიღებაში. მა ვთვლი, რომ ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სტაბილური მთავრობა. არჩევნების შემდეგ ვნახეთ, რომ მსოფლიო არ გველოდება“

აღსანიშნავია, რომ კონსულტაციებში  ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“, მის მოკავშირე „ქრისტიან-სოციალისტებთან“ და მარტინ შულცის „სოციალ-დემოკრატიული პარტიასთან“ ერთად მონაწილეობდა.