ირანში რევოლუციის წლისთავი აღნიშნეს

ირანში ისლამური რევოლუციის 39-ე წლისთვს აღნიშნავენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კვირას გამართულ ღონისძიებებში რამდენიმე მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილოება. დემონსტრანტებმა შეერთებული შტატების დროშებიც დაწვეს.საზეიმო  ცერემონიის მსვლელობისას დედაქალაქ თეირანში თხევადსაწვავიანი რაკეტა წარმოადგინეს, რომლის ფრენის მანძილიც 2 ათასი კილომეტრია. გამოიტანეს წყალქვესა ნავის მოდელიც. პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.