იტალიაში 41 მილიონი ყალბი ევრო ამოიღეს

იტალიის პოლიციამ ნეაპოლის პროვინციის ქალაქ ტორე დელ გრეკოში 41 მილიონი ევროს საერთო ღირებულების 50 და 100-ევროიანი კუპიურები აღმოაჩინა. პოლიციაში ადასტურებენ, რომ აღნიშნული თანხის მხოლოდ დასათვლელად მათ 5 საათი დასჭირდათ.კუპიურების 90 შეკვრა 67 წლის ანიელო რივეჩიოს სახლში, პლასტმასის ძველ კასრში იპოვეს. მამაკაცი დაპატიმრებულია. პოლიციაში აცხადებენ, რომ რივეჩიო ადრე უკვე იხდიდა სასჯელც ყალბი ფულის და ფულის საჭრელი დაზგის შენახვისთვის.