ტემზაში ნაპოვნი ბომბის გამო ლონდონში აეროპორტი დაიხურა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის სიდიდით მეორე, ლონდონ სიტის აეროპორტი დროებით დაიხურა, მიზეზი მდინარე ტემზაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენა გახდა. აეროპორტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფე ჯორჯ V-ის სახელობის ნავმისადგომთამ საარტილერიო ჭურვის აღმოჩენის შემდეგ პოლიციამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება აკრძალა და შეზღუდვა ამ ზონაში მოხედრილ აეროპორტსაც შეეხო.