სოფელ შემოქმედში მაღაზია ააფეთქეს

ცოტა ხნის წინ მაღაზიის აფეთქება სცადეს ოზურგეთში. შემთხვევა სოფელ შემოქმედში მოხდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ჩამსხვრეულია შენობის მინები. ადგილობრივების ნაწილის განცხადებით, მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს. თუმცა, ნაწილი არ გამორიცხავს, მაღაზიაში პიროტექნიკა აფეთქდა.შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით იძიებს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილიდან მასალას გურია ტივი ავრცელებს.