გუგეშაშვილის საქმე

დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი კვლავ რეანიმაციაში რჩება. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის გადაიყვანენ  ექიმები პაციენტს პალატაში. შესაბამისად, უცნობია, როდის დაიკითხება 7 თებერვალს მომხდარი თავდასხმის ერთადერთი თვითმხილველი. გადაწყვეტილებას გამომძიებლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიღებენ. პარალელურად, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.