ლევან ხაბეიშვილი აუდიტის სამსახურს მიმართავს

,,ნაციონალური მოძრაობა“ ჩინოვნიკებს ქონებრივ დეკლარაციებში არსებულ აბსურდულ შეუსაბამობაზე მიუთითებს და დოკუმენტების შესწავლას აუდიტის სამსახურისგან ითხოვს. თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დეკლარაციაში ასახული შეუსაბამო ციფრები, სავარაუდოდ, ,,შავი ფულის“ გათეთრებაზე მიუთითებს. ხაბეიშვილს მაგალითად პრემიერ მინისტრის დეკლარაცია მოჰყავს, საიდანაც ირკვევა, რომ გიორგი კვირიკაშვილს გასულ წელს მამამ 50 ათასი დოლარი აჩუქა, ხოლო პრემიერს 200 ათას ლარზე მეტი კრედიტი აქვს დაფარული, როცა მისი ოჯახის შემოსავალი 80 ათას ლარზე ცოტა მეტია.