ატენის ქუჩის მოსახლეობის სარჩელი

ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატმა  თბილისის მერიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე მხარე ატენის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს, ასევე ითხოვს მშენებლობის საბოლოო გაუქმებას. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, სასამართლომ გადაწყვეტილება უახლოეს სამ დღეში უნდა მიიღოს.  უფელბადამცველის თქმით, თბილისის მერმა და მერიის წარმომადგენლებმა გარკვეული ჯგუფებისა და მათ შორის, ინვესტორის მხრიდან წნეხს ვერ გაუძლეს და ამიტომ მიეცა ინვესტორს კორპუსის მშენებლობის გაგრძელების უფლება, თუმცა ატენის ქუჩის მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას არ შეეგუება და კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რომ ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსი არ აშენდეს. დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ კორპუსის აშენების შემთხვევაში ქუჩის მოსახლეობას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნება.  ბრალდებებს დედაქალაქის მერმა უპასუხა.