"შენი იდეა ქალაქის მერს"

"შენი იდეა ქალაქის მერს" ამ სახელწოდებით თბილისის მერმა სტუდენტებს ახალი ელექტრონული   პორტალის შესახებ ინფორმაცია გააცნო, სადაც, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქის მერს ქალაქის მოწყობის შესახებ იდეები გაუზიაროს. პრეზენტაციას როგორც სტუდენტები ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებოდნენ.