ახალი საწარმო მცხეთაში

"აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით მცხეთაა ახალი ლიდერფუდის ხორცპროდუქტების საწარმო შეემატა. საწარმო აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, რომლის საშუალებით, კომპანია ევროსტანდარტების დაცვით აწარმოებს ხორცის პროდუქციას. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც კომპანია ლიდერფუდის შიდა ინვესტიცია 17 მლნ ლარია. ღონისძიებას პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.