ბრიკეტების წარმოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობაზე მუშაობს. ეროვნული საშენი მეურნეობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიკეტების საწარმოს მშენებლობის პროექტი მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“ და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით განხორციელდა, ლევან დავითაშვილმა სიმბოლურად ერთი შეკვრა ბრიკეტი, რომელიც მთელი წლის მარაგია, სოფელ ალვანის საბავშვო ბაღში მიიტანა. მინისტრი ბრიკეტების დამამზადებელ კერძო საწარმოსაც, შპს „კერას“ ესტუმრა და წარმოების პროცესს გაეცნო. ბრიკეტი ტყეში არსებული ნარჩენებისგან მზადდება და 4-5-ჯერ მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე გამშრალი შეშა.