აფეთქება კარნავალის დროს ბოლივიაში

ბოლივიაში, ქალაქ ორუროში კარნავალის დროს გაზის ბალონი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად, ბოლო მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება. გაზის ბალონი ქუჩის მოვაჭრეს ეკუთვნოდა, რომელსაც სწრაფი კვების ფარდული ჰქონდა მოწყობილი და კარნავალის მონაწილეებს ემსახურებოდა. ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით, ადუღებული ზეთმა გაზის ბალონთან მიერთებული რეზინის მილი დააზიანა, საიდანაც გაზის გაჟონვა მოხდა. აფეთება ძლიერი იყო, დარტყმის ტალღამ 50 მეტრს მიაღწია.ორუროს კარნავალი ბოლივიაში ყველაზე მასშტაბურ საზეიმო მსვლელობად ითვლება.