რიოს კარნავალი

რიოში  მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კარნავალი გრძელდება. კარმავალის ცენტრალური მოვლენა ტრადიციულად სამბას აღლუმია.  საუკეთესო მოცეკვავეების ტიტულისთვის სამბას ყველაზე ცნობილი სკოლები იბრძვიან. წელს სამბადრომზე საუკეთესოობისთვის 12 სკოლა იბრძვის.სამბადრომი ორი მხრიდან ტრიბულების მქონე 700 მეტრის სიგრძის მქონე ნაგებობაა. სამბადრომზე საუკეთსო ადგილების ფასი 840 დოლარს აღწევს. კარნავალის ბოლო დღეები კი ქუჩის მსვლეობებს დაეთმობა, რომელზე დასწრებაც ყველასთვის უფასოა.