უეფას ჩემპიონთა ლიგა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგა გაგრძელდება. წინა სეზონის ფინალისტი ტურინის „იუვენტუსი“ ტურნირის მერვედფინალში ლონდონის „ტოტენჰემს“ შეხვდება. ინგლისურმა კლუბმა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2017 წლის გამარჯვებულ „რეალს“ გადაუსწრო და 6-დან 5 მატჩი მოიგო. „იუვენტუსმა“ კი ჯგუფური ეტაპი 3 მოგებით, 2 ფრით და ერთი მარცხით მეორე ადგილზე დაასრულა. თუმცა მასიმილიანო ალეგრის გუნდს ახლა წარმატებული დრო უდგას - დეკემბრის შუა რიცხვებიდან „იუვენტუსმა“ უკლებლივ ყველა თამაში მოიგო.ინგლისის პრემიერლიგის ლიდერი „მანჩესტერ სიტი“ სტუმრად „ბაზელს“ დაუპირისპირდება. ქალაქელებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი თამაში წააგეს, „ბაზელმა“ კი ჯგუფი 4 მოგებით დაასრულა. 2 წლის წინ „მანჩესტერ სიტი“ ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც მომავალ გამარჯვებულთან, მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა, „ბაზელს“ კი ამ მხრივ ნაკლებად შთამბეჭდავი შედეგები აქვს. „ბაზელმა“ ერთადერთხელ გააღწია მეოთხედფინალში და ესეც 44 წლის წინ მოხდა.დღეს ლიგის მერვედფინალის მხოლოდ ეს ორი შეხვედრა ჩატარდება. ორი მატჩი გაიმართება ხვალაც: „რეალი“ „პარი სენ ჟერმენს“ უმასპინძლებს, „ლივერპული“ კი „პორტუს“ ესტუმრება. დანარჩენი ოთხი შეხვედრა მომდევნო კვირაში ჩატარდება.