რექს ტილერსონის ახლოაღმოსავლური ტურნე

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ეგვიპტეს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში, მაგრამ ამავე დროს ამ არაბულ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მომხრეა.  ამ შინაარსის განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექხ ტილერსონმა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ სამეხ შუქრისთან შეხვედრის დროს გააკეთა. ტილერსონი ეგვიპტეში ახლოაღმოსავლური ტურნეს ფარგლებში ჩავიდა.