პალესტინა აშშ-სთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაცია არ ითანამშრომლებს შეერთებულ შტატებთან, როგორც შუამავალთან ისრაელთან არსებული კონფლიქტის მოგვარების საკითხში. ეს განცხადება პალესტინური ადმინისტრაციის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას გააკეთა. პოლიტიკოსის თქმით, ამერიკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები მას მუდმივად აოცებს.