დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმის საქმე

დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დედამ ერთადერთი შვილის გარდაცვალების შესახებ არ იცის, სავარაუდოდ ამ ამბავს დღეს გუგეშაშვილს მეგობრები ეტყვიან. 7 თებერვალს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ერთადერთი მოწმე გამოძიებამ გუშინ პირველად დაკითხა. მძიმედ დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას 5 საათის განმავლობაში აძლევდა. ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, დოდო გუგეშაშვილის აზრით, დამნაშავე  არა მისი შვილის, არამედ მის მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.