"ბადაგონის" საქმე

კომპანია „ბადაგონის“ ერთ-ერთი მეწილის, ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატებმა  „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ მიერ კომპანია „ბადაგონში“ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ დოკუმენტაცია წარადგინეს. ადვოკატების თქმით, 2006 წლიდან 2011 წლამდე კომპანია „გრაკორომ“ და ვლადიმერ ჯანჯღავამ „ბადაგონში“ 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადეს. რაც შეეხება წილების გასხვისებას, მათი თქმით, ეს ჯანჯღავას კეთილი ნებით მოხდა. უფლებადამცველების თქმით, პროცესი იმის გამო დაიწყეს, რომ „ბადაგონის“ მფლობელმა გიორგი სალაყაიამ ვლადიმერ ჯანჯღავას წილი უკანონოდ მიითვისა და ფინანსური პოლიციაც წილებისა და სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისების გამო შევიდა „ბადაგონში“.ღვინის კომპანია „ბადაგონით“ გამოძიება დაინტერესდა.