რობოტები თხილამურებზე

პიონგჩანგის ოლიმპიადაზე გამოსვლის შესაძლებლობა რობოტებსაც მიეცათ. რობოტების შეჯიბრში მონაწლეობა 8 გუნდმა მიიღო. გამარჯვებულისთვის მთავარ პრიზად 10 ათასი დოლარი იყო დაწესებული.გამარჯვებულის გამოსავლენად ითვალიწსინებდნენ არა მხოლოდ სისწრაფეს, არამედ მანევრირების უნარსაც. შეჯიბრში დასაშვებად რობოტების სიმაღლე 50 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, ორ ფეხზე უნდა მდგარიყვნენ, ჰქონოდათ ადამიანის მსგავსი სახსრები, კვების ავტონომიური სისტემა და მდგარიყვნენ თხილამურებზე.შეჯიბრი, რომელიც Ski Robot Challenge-ის სახელით არის ცნობილი,პიონგჩანგის სიახლოვეს,  სამთო-სათხილამურო კურორტ ხვენსონში გაიმართა. რობოტთა შორის „ოლიმპიური ჩემპიონი“ რობოტი Taekwav-ი გახდა.