მენდი პატინკინის ვარსკვლავი

პრემიების - ემის და ტონის მფლობელი ამერიკელი მსახიობი მენდი პატინკინი ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი ვარსკვლავის მფლობელი გახდა. მენდი პატინკინი პირველ რიგში სერიალ სამშობლოში სოულ ბერენსონის როლის შესრულებით არის ცნობილი. ის ასრულებს ქართელი დიდგვაროვნის, თავად ყოფიანის როლსაც 2016 წლის ფილმში „ალი და ნინო“.ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე მსახიობმა მიგრანტთა მხარდასაჭერი სიტყვა წარმოთქვა და ადამიანებს მოუწოდა, რომ მიგრანტები შიშის გარეშე მიიღონ.