შსს-მ ქურდობის შვიდი ფაქტი გახსნა

ბათუმში ბოლო ერთ კვირაში შსს-მ  ქურდობის 7 ფაქტი გახსნა  .   სამართალდამცავებმა   ტექნიკისა და სხვა პირადი ნივთების ქურდობაზე  2 პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან 2 მაგნიტოფონი, 2 ტელევიზორი, ვიდეო  რეგისტრატორი, სხვადასხვა პირადი ნივთები და პლასტიკური ბარათები მოიპარეს, ასევე, მართლ  საწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ 2 გარე ვიდეო  სათვალთვალო კამერას. ერთ-ერთმა დაკავებულმა ბათუმში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის აივნიდან ველოსიპედი მოიპარა, მას, ასევე, ბრალი  ედება  მოქალაქის  კუთვნილი ლეპტოპის ქურდობაში. მეორე ბრალდებული კი სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე   სათავსოდან  ველოსიპედის მოპარვას ცდილობდა.