მაღლივის კორპუსთან საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია იწყება

უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან არსებული საფეხმავლო ხიდი   სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 თვით  გადაიკეტა.რეაბილიტაცია მოიცავს ხიდზე არსებული საფარის გამოცვლას,ბურჯების გამაგრებას,გარდამავალი ფილის განახლებას,მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე დაინიშნა ავტობუსი,რომელიც სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.