ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი შენდება

საქართველოს  თავდაცვის  მინისტრის  ლევან იზორიას გადაწყვეტილებით,  ქუთაისში სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობა  მიმდინარეობს,.  ქუთაისში ამჟამად დასრულებულია  ძველი  შენობის დემონტაჟი და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.  სამშენებლო  სამუშაოებს  თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე  გაეცნო.  შემდეგ კი ქუთაისიდან  გორში გაემგზავრა, სადაც  ასევე   სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.