,,ბორჯღალოსნებმა

პრინციპული    მატში    ოკუპანტ  ქვეყანასთან   და ქართველი ბორჯღალოსნების  კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება   .  ქართველი  მორაგბეები მოედანზე შავი სამკლაურებით    გავიდნენ  და   არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს .  ბორჯღალოსნებმა  რუსეთის   ნაკრები   მე-20 -ედ  , ბონუსით   20 ქულის   სხვაობით 29:9  დაამარცხეს.    მატჩი პირველივე წუთებიდან დაძაბულ ბრძოლაში  წარიმართა .   ქართველმა მორაგბეებმა 4 ლელოს დადება შეძლეს.ლელოს ავტორი   ანტონ ფეიქრიშვილი,  გიორგი ნემსაძე, ანზორ სიჭინავა და  მიხეილ გაჩეჩილაძე გახდენენ.ბორჯღალოსნებმა  რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ჩატარებული მატჩიდან ოთხივე მოიგეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცეს.  ბოლო, მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 მარტს რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებს  და  ანთიმოზ ივერიელის თასის   დაბრუნებას  შეეცდება .