ოკუპირებულმა ცხინვალმა ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლა

18 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე ქართულ მხარეს გუშინ გადმოსცეს. ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის დაკითხვა მცხეთის პოლიციაში რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. გათავისუფლებულებმა ადგილი უკომენტაროდ დატოვეს. დაკითხვის დროს პოლიციაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე  და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდნენ. მანამდე გათავისუფლებულებს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები შეხვდნენ.საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.