პრეზიდენტის ვიზიტი აშშ ში

ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს შეხვდება, მათ შორის  აშშ-ის პარლამენტის სპიკერთან პოლ რაიანს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების კონგრესმენებს. პრეზიდენტი  მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში "აშშ-საქართველოს პარტნიორობა", რომელიც ატლანტიკური საბჭოს  მხარდაჭერით იმართება.მარგველაშვილი ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სამუშაო სადილზე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობას, მონაწილეობას მიიღებს ასევე, ჰადსონის ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება. კაპიტოლიუმში კი, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართება.