საქართველოს კულტურის პალატამ კრემლში წერილი გააგზავნა

ქართველი კულტურის მოღვაწეები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავენ. მიმართვაში ნათქვამია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების გაჭიანურება რუსულ-ქართული ურთიერთობებს დარტყმის ქვეშ აყენებს. კრემლში წერილი საქართველოს კულტურის პალატამ გააგზავნა.