სუბელიანი და ახობაძე პროკურატურას მიმართავენ

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე მთავარ პროკურორს ოფიციალური განცხადებით მიმართავენ. იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლებული და შემდეგ სასამართლოს მიერ აღდგენილი პირები, ამ დრომე სამსახურში არ აღუდგენიათ. ყველა სასამართლო ინსტანციის გავლის შემდეგ სასამართლომ იუსტიციის სამინისტრო ჯერ კიდევ სექტემბერში დაავალდებულა სამსახურიდან გათავისუფლებული ორი თანამშრომელი თანამდებობებზე აღადგინოს და მათ განაცდურის - დაახლოებით 4 წლის სრული ანაზღაურებაც გადაუხადოს, თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრი ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებს.ადვოკატი შორენა ლოლაძე აცხადებს, რომ ზოგადად სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა არის დანაშაული და  რომ მათი სურვილია პროკურატურამ  გამოძიება დაიწყოს.