უბედური შემთხვევა ზესტაფონში

მშენებლობას შეწირული კიდევ ერთი მუშა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად 55 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. დავით ძაბირაძე-სამშენებლო საამქროს თანამშრომელი იყო.  „ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, სამუშაოს შესრულების დროს მამაკცი მე-4 საამქროს სახურავიდან გადმოვარდა. მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.