აშშ ის ელჩის დახურული შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში

აშშ ელჩი საქართველოში იან კელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ეწვია.  ამ ფორმატის შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში პირველი იყო. შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო საკითხებზე. საქართველოსა და ამერიკიკის შეერთებულ შტატებს  შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და პერსპექტივაზე. საუბარი შეეხო ასევე დემოკრატიული რეფორმის მხარდაჭერას. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა შეხვედრები რეგულარულად შედგება სხვა ქვეყნის ელჩებთანაც.