ენმ აუდიტის სამსახურს მიმართავს

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან, ლევან გაჩეჩილაძისთვის გაცემული თანხის მიზნობრიობის შესწავლის მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართა. ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მერიამ გაჩეჩილაძეს ოცდაათი ათასი ლარი ოპერაციის დასაფინანსებლად გამოუყო, რაც მისივე ინფორმაციით კითხვის ნიშნებს ბადებს. დეპუტატი ამბობს, რომ მერიის სარეზერვო ფონდიდან გაუმჭვირვალე თანხები გაურკვევლად ირიცხება და აუდიტი ამითაც უნდა დაინტერესდეს.