რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერს პასუხობს

პასუხის პასუხი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის უწყების განცხადებას ეხმაურება. ჯანელიძის უწყება ჟენევის მომავალ რაუნდზე მხარეების მიერ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას იმედოვნებს და ასევე მოუწოდებს რუსეთს გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად. გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებას, მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში.