რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ

პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას არ ჩქარობს. მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმცირესობა ერთ პოზიციაზე ამ დრომდე ვერ თანხმდება. სადაო საკითხი, ევროპული საქართველოს მერ მომზადებული პროექტის ის ნაწილია, რომელიც ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას და ამ სიაში მოხვედრილ პირთა სანქცირებას გულისხმობს. საკითხს ემხრობა ნაციონალური მოძრაობა. პატრიოტთა ალიანსი კი არცერთ რეზოლუციას მხარს უჭერს. მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გაირკვევა, იქნება თუ არა რეზოლუცია ორპარტიული.