თბილისის მერია "სითი პარკთან" ხელშეკრულებას წყვეტს

დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს. კახა კალაძის თქმით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. კალაძის უწყება ასევე, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, საჯარიმო თანხის გადახდას არ აპირებს.