საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბორდის დაკომპლექტება

უკვე რამდენიმე საათია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. შესარჩევი ღია კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გამოცხადდა. საბჭოში 4 ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდება, რაც მოქმედ წევრებს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ. თითოეულ ვაკანტურ პოსტზე 3 კანდიდატია წარდგენილი.