დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი უზენაეს სასამართლოში

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებენ. უფლებადამცველები იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლო წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას დეკანოზის პატიმრობის შესახებ, შეცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სარჩელის მომზადებას უკვე სტრასბურგისთვის დაიწყებენ.