სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველი დაინიშნება

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის დროებითი მმართველი დაინიშნება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ სახალხო დამცველის მწვავე შეფასების შემდეგ მიიღო. ომბუდსმენის ადგილზე ჩასვლის შემდეგ ვითარება ჯანდაცვის უწყების სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმაც შეამოწმა. სპეციალისტებმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით მდგომარეობა შეისწავლეს, რეკომენდაციები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. სახალხო დამცველი სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დროებითი მმართველის დანიშვნას მიესალმება.