ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაშავებული სამხედროებისთვის

საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა იწყება. სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და პერსპექტივებზე სასაუბროდ საქართველოში სპეციალურად უცხოური საქველმოქმედო ორგანიზაციების პრეზიდენტები ჩამოვიდნენ და ადგილზე შეისწავლიან შეიარაღებულ ძალებში არსებულ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური სერვისების მდგომარეობას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის ოფისში , თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, ასევე სხვადასხვა ცენტრებსა და ჰოსპიტალებში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები შეხვედრას ასევე, გამართავენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასასრულს ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პრეზენტაციას გამართავენ.