ფედერიკა მოგერინის ვიზიტი კიევში

ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ყირიმის ტერიტორიაზე - ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, მოგერინიმ უკრაინაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთამ გამართა მოლაპარაკება.

ფედერიკა მოგერინი, უმაღლესი ევროკომისარი

ევროკავშირი უკრაინის პარტნიორი და ძლიერი მხარდამჭერია სტაბილური და განვითარებული დემოკრატიისა და ეკონიმიკის მშენებლობაში.

მოგერინიმ ასევ დაადასტურა, რომ ბრიუსელი უკრაინას დამატებით 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს მაკროფინანსური დახმარების სახით და ამასთანავე დაეხმარება რუსულ გაზპრომთან კონფლიქტის მოგვარებაში.

1 მარტს გაზპრომმა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, იქამდე კი სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსულ კომპანიას უკრაინის სასარგებლოდ 2,5 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა. მოსკოვში არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.