აშშ სირიის დაბომბვით იმუქრება

თუკი გაერო უძლური აღმოჩნდება უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა აღმოსავლეთ გუტას რაიონში, შეერთებული შტატები მზად არის სირიაზე იერიში მიიტანოს. ეს განცხადება გაეროშო ამერიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ გააკეთა. დიპლომატმა მსოფლიოს შეახსენა, რომ მის ქვეყანას შარშან უკვე აქვს მიტანილი იერიში სირიის საჰაერო ძალების სამხედრო ბაზაზე.

ნიკი ჰეილი, აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში

შეერთებული შტატები კვლავ მზად არის მოქმედებისთვის, თუკი ეს აუცილებელი იქნება. დიახ, ეს ის გზა არ არის, რომელსაც ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ, მაგრამ ეს იქნება გზა, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ. ჩვენმ ამისთვის მზად ვართ.

ნიკი ჰეილიმ ასევე აღნიშნა, რომ თებერვალში მიღებულმა რეზოლუციამ, რომლითაც რეგიონში 30-დღიანი ჰუმანიტარული პაუზა უნდა დამდგარიყო, მიზანს ვერ მიაღწია. ამის გამო პასუხისმგებლობა ამერიკელმა დიპლომატმა დამასკოს და მოსკოვს დააკისრა. ბოლო რამდენიმე კვირის განამავლობაში აღმოსავლეთ გუტაში 1200 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.