საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს

საბერძნეთში  ქურდობის  ბრალდებით სამი ქართველი დააკავეს. პოლიციის  ცნობით  10 თებერვლიდან 13 აპრილამდე  პერიოდში ქალაქ    ვოლოსში  40  წლამდე  სამმა     ქართველმა მამაკაცმა   რამდენიმე   სახლი  გაქურდა.  ისინი  სახლებიდან  ფულს,   ძვირად ღირებულ   ნივთებს და მობილურ  ტელეფონებს  იპარავდნენ.  პოლიციამ  მსუბუქი ავტომობილი აღმოაჩინა, რომლითაც სავარაუდოდ, ისინი  დანაშაულის ჩადენის დროს გადაადგილდებოდნენ, მოპარული ნივთების ღირებულება სულ 4 400 ევროს  შეადგენს. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებულს ათენის პოლიციაც  ეძებდა. მას ბინის ძარცვაში  მონაწილეობაში ედებოდა ბრალი.