ნდობის ჯგუფის შეხვედრა

ამ წუთებში პარლამენტში  ნდობის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. წევრები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განხორციელებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან საიდუმლო პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხების შესახებ ანგარიშს განიხილავენ. შეხვედრაზე სასჯელაღსრულების მინისტრი და უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.